შეიქმნას ფსალმუნების წამკითხველთა ჯგუფი
ძვირფასო ლაღიძეებო! როგორც ბატონმა ლაშა ლაღიძემ განაცხადა ზუსტად ეს მოთხოვნები აქვს საპატრიარქოს, რაც არის გვარის დალოცვის წინაპირობა. ბატონი გიორგი ლაღიძე პირადად იყო ბატონ ლაშასთან ერთად გვარის დალოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მათ ერთ -ერთ მთავარ პირობად დაუსახელეს ის რომ, უნდა შეიქმნას ფსალმუნების წამკითხველთა ჯგუფი. ჯგუფი წაიკითხავს ფსალმუნებს, რაც ლაღიძეების გვარს უფრო გააძლიერებს.
ასე რომ, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას ფსალმუნების წამკითხველთა ჯგუფი, რაც თავისთავად არის გვარის ღირსეულად დალოცვის საწინდარი – ამბობს ბატონი გიორგი ლაღიძე.